მედისონი ჯეიმს

მედისონი ჯეიმს
(1745-1829) – იმთავითვე აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობაში. როგორც ვირჯინიის წარმომადგენელი, მედისონი მონაწილეობდა ენეაპოლისის კრებისა და ფილადელფიის კონვენტის მუშაობაში. მედისონი ითვლება „აშშ კონსტიტუციის” მთავარ არქიტექტორად (the master builder of the Constitution). პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის დროს, 1801-1809 წწ., მედისონი იყო სახელმწიფო მდივანი, ხოლო შემდგომ, 1809–1817 წწ. – აშშ მეოთხე პრეზიდენტი. მედისონი რამდენადმე განსხვავდებოდა „ფედერალისტის“ დანარჩენი ავტორებისაგან. ჰამილტონი და ჯეი იყვნენ „ქალაქის ადამიანები“ (ნიუ-იურკი მაშინ წარმოადგენდა აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქს და ამერიკის კომერციულ ცენტრს), რომლებიც აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას და პოლიტიკურ მოღვაწეობას უხამებდნენ კომერციულ საქმიანობასაც (ჰამილტონმა ბანკიც კი დააფუძნა ნიუიორკში). მედისონი, მათგან განსხვავებით, იყო პლანტატორი და უფრო სოფლის ტემპერამენტის კაცი. როგორც ინტელექტუალი, რომელსაც არ მიუღია იურიდიული განათლება, იგი უფრო აკადემიური სტილის მოაზროვნე იყო, ვიდრე იურისტები ჰამილტონი და ჯეი. ცნობილია, რომ ფილადელფიის კონვენტის პერიოდში მედისონმა შეისწავლა იურიდიული, პოლიტიკური და ისტორიული ლიტერატურის ორასამდე ტომი, რომელსაც მას პარიზიდან რეგულარულად უგზავნიდა ჯეფერსონი, იმ პერიოდში ელჩი საფრანგეთში. ჰამილტონისგან განსხვავებით, მედისონი გამოირ- ჩეოდა თავისი დემოკრატიზმით, ზომიერი ფედერალიზმით, ფრანგული კულტურისადმი განსაკუთრებული სიმპათიებით (მაშინ როცა, ჰამილტონი და ჯეი უფრო ანგლოფილები იყვნენ). ბილი უფლებათა შესახებ, რომლის კონსტიტუციაში შეტანასაც ეწინააღმდეგებოდა ჰამილტონი (84-ე სტატია), 1791 წელს, კონსტიტუციაში დამატებების სახით, მიღებულ იქნა ძირითადად მედისონის მონდომების შედეგად.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "მედისონი ჯეიმს" в других словарях:

  • რესპუბლიკა — • როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»